ყველაფერი ერთ სივრცეში

    12 დეკემბერს, 117-ე სკოლის მე-10, მე-11, მე-12 კლასის 20 მოსწავლე იუსტიციის სამინისტროს ესტუმრა, რათა უკეთ გაეცნოთ მათი მუშაობის პრინციპი და მეტი ინფორმაცია მიეღოთ ახალი ქართული ბრენდის-იუსტიციის სახლის შესახებ.
იუსტიციის სამინისტროს ახალი შენობა, რომელიც ორთაჭალაში მდებარეობს, თავის ინტერიერით და ექსტერიერით გამოირჩევა. კომფორტულმა სამუშაო გარემომ და მეგობრულმა პერსონალმა მოსწავლეებს კითხვა გაუჩინა: “ვაკანსიები არ გაქვთ?”
სკოლას მეგზურობა ნათია ოდიშარიამ (სისხლის სამართლის რეფორმის კოორდინატორი) და მარალ გუსაენოვამ (მრჩეველი პროკურატურიდან) გაუწია. ისინი მოსწავლეებს ესაუბრნენ იმ ცვლილებებზე, რომელიც 2003 წლიდან დღემდე განხორციელდა.
  იუსტიციის სახლი მომხმარებელს 250 სერვისს სთავაზობს. ამის უკეთ გასაცნობად ახალგაზრდებს რუსთავის იუსტიციის სახლი დაათვალიერებინეს, სადაც პრაქტიკაში აჩვენეს იუსტიციის სახლის ფუნქციები.
  იუსტიციის სახლის დევიზია- “ყველაფერი ერთ სივრცეში!” მოსწავლეები დარწმუნდნენ, რომ ეს დევიზი გამართლებულია. კომფორტული გარემო და სწრაფი სერვისი ნამდვილად ზრუნავს მომხმარებლის ინტერესზე.